top of page

შრომითი ხელშეკრულებით სარგებლობა შეუძლია ყველა ოჯახში დასაქმებულს

  • Apr 23
  • 1 min read

ოჯახში დასაქმებულებს მოგიწოდებთ გამოიყენოთ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, იმისთვის რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული
ოჯახში დასაქმებულებს მოგიწოდებთ გამოიყენოთ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, იმისთვის რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული

2021 წელს ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის წევრების სამუშაო ჯგუფმა იურისტთან ერთად შევიმუშავეთ ძიძის შრომითი ხელშეკრულების პირველი ვერსია. 5 წელია მუდმივად ვავრცელებთ ამ დოკუმენტს და მხარს ვუჭერთ საოჯახო შრომის შესახებ შრომითი უფლებების გავრცელებას სხვადასხვა გზით და ფორმით - ყოველთვიურად ვაორგანიზებთ საკონსულტაციო შეხვედრებს ოჯახში დასაქმებული ადამიანებისთვის, განვიხილავთ ოჯახში არაფორმალური მშრომელების დაცვის შესაძლებლობებს, შრომის პირობების მნიშვნელოვან ასპექტებს, განვმარტავთ წერილობითი შრომითი ხელშეკრულების შინაარსს, მის სარგებელს მშრომელებისთვის, პასუხისმგებლობებს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება აკისრებს ორივე მხარეს და ვწევთ კონსულტაციას ხელშეკრულების დარღვევისას უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე, სოციალურ ქსელზე ვახორციელებთ უწყვეტ საკომუნიკაციო კამპანიას შრომითი უფლებების შესახებ.


ასევე 2025 წლიდან საოჯახო მშრომელების დასაქმების ცენტრის, ფარგლებში ვეწევით საოჯახო მშრომელების დასაქმების სერვიის, რომელიც დასაქმებას მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და შრომითი უფლებების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. დასაქმება სრულიად უფასოა საოჯახო მშრომელებისთვის. დასაქმების სერვისის და მონიტორინგის ფასს (300 ლარი), ერთჯერადად იხდის დამსაქმებელი ოჯახი. დასაქმების სერვისის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


2026 წლის მარტში ძიძებთან და მშობლებთან გამართული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე განვაახლეთ ძიძის ხელშეკრულების პირველი ვერსია და გავხადეთ უფრო სრულფასოვანი. დოკუმენტის განახლებული ვერსია უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია.


ხელშეკრულების ახალი ვერსიაში გავითვალისწინეთ ძიძების და დამსაქმებელი ოჯახების გამოცდილება და განვაახლეთ მისი რამდენიმე მუხლის შინაარსი, როგორიცაა ძიძის სამუშაო აღწერილობა, ხელშეკრულების მოშლის პირობები, კონფიდენციალობის საკითხი და სხვ.


განახლებული ხელშეკრულებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ძიძას ან დამსაქმებელ ოჯახს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. დოკუმენტი ღიად ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ:


ჩვენ მუდმივად ღია ვართ ხელშეკრულების დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის და აზრის გაზიარებისთვის. საჭიროების შემთხვევაში უფასო კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 551811911.

Comments


bottom of page