ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი გზამკვლევი მშობლებისა და აღმზრდელებისთვის
გზამკვლევი
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი გზამკვლევი მშობლებისა და აღმზრდელებისთვის შექმნილია ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის და საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის ინიციატივით და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგების, ადრეული განვითარების სპეციალისტების ქეთი კერესელიძისა და გვანცა კოპალიანის ავტორობით.
გზამკვლევი ძიძებთან და მშობლებთან კონსულტირებით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობლებსა და ძიძებს ბავშვის განვითარების პროცესში, ამასთანავე თვალსაჩინო გახადოს ზრუნვის შრომის მოცულობა ბავშვის განვითარების სხვადასხვა პერიოდში.
გზამკვლევი კონცენტრირდება 0-1; 1-3 და 3-6 წლის ბავშვების ზრდასა და განვითარებაზე. შინაარსი იძლევა ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან პროცესებზე, როგორიცაა ბავშვის კვება, ძილი, თამაში, ჰიგიენა, გარეთ გასვლა და ეკრანის დრო.
დოკუმენტი თითოეულ რუტინას აღწერს ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით და თავს უყრის ინფორმაციას ბავშვის შესაძლებლობებზე ასაკის მიხედვით, აზიარებს მზრუნველის მხრიდან განვითარების ხელშემწყობ სტრატეგიებსა და რეკომენდაციებს. ასევე იძლევა ინფორმაციას საყურადღებო ნიშნების შესახებ.
გზამკვლევი ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე ვრცელდება ნაბეჭდი სახით, როგორც შრომითი ხელშეკრულების დანართი. გვჯერა, მისი არსებობა გაუმარტიცვებს შრომას აღმზრდელებსა და მშობლებს, ასევე ხელმისაწვდომს გახდის ცოდნას ბავშვთა ზრდა-განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.
შინაარსი მომზადებულია პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ოჯახში დასაქმებულებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები.



Comments