პოლიტიკის ნარკვევი: ოჯახში დასაქმება, შრომითი ურთიერთობა და შრომის ინსპექციის მანდატი
ოჯახში დასაქმება ანაზღაურებადი დასაქმებისა და დაქირავებით შრომის ერთ-ერთი სახეა. საქართველოს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე, შესაძლოა, დარწმუნებით ითქვას, რომ ოჯახში დასაქმება ანაზღაურებადი დასაქმების ერთ-ერთი სახეა და მის მიმართ უნდა გავრცელდეს არსებული შრომითი რეგულაციები, მათ შორის, შრომის ინსპექციის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება.

ეს არ გამორიცხავს შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროებას, მაგრამ მანამ, სანამ ეს მოხდება, კრიტიკულად აუცილებელია, ოჯახში დასაქმებულები არ დარჩნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების გარეშე.
სრული შინაარსი ხელმისაწვდომია ბმულზე. ჩამოტვირთეთ პოლიტიკის ნარკვევი სრულად.
შინაარსი მომზადებულია პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ოჯახში დასაქმებულებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები.



Comments