ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ოჯახში დასაქმების შესახებ
- ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია

- 18 hours ago
- 2 min read
პუბლიკაცია
დოკუმენტი მიმოიხილავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ საკვანძო გადაწყვეტილებას, რომელიც ოჯახში დასაქმებულთა შრომის უფლებებს შეეხება და რომელშიც სასამართლომ ოჯახში დასაქმებულთა დისკრიმინაცია დაადგინა.

ესპანეთის ეროვნულ სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც ოჯახში დასაქმებული ქალი ნამუშევარი საათების ანაზღაურებას ითხოვდა, სადავო გახდა გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურება. სასამართლოს მოუწია ემსჯელა სამუშაო საათების აღრიცხვის წესზე, რომელიც საოჯახო შრომაში გამონაკლისის სახით მანამდე არ ღირიცხებოდა დამსაქმებლის მიერ. ამ საკითხზე განმარტების მისაღებად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართა.
მსჯელობის შედეგად, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოაქვეყნა საეტაპო მნიშვნელობის C531/23 გადაწყვეტილება, 1 რომელიც ოჯახში დასაქმებას შეეხება. საქმე მართლმსაჯულების სასამართლოში ესპანეთიდან გაიგზავნა, მაგრამ მას გავლენა ექნება არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს პოლიტიკაზე ოჯახში დასაქმების მიმართ. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებას ირიბი გავლენა ჰქონდეს საქართველოზეც.
მიღებულ C-389/20 გადაწყვეტილებაში, მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ესპანეთის მიდგომა, რომლითაც ოჯახში დასაქმებულებს უმუშევრად ყოფნის პერიოდში ეზღუდებოდათ უმუშევრობის დახმარების მიღების უფლება, დისკრიმინაციული იყო და არ შეესაბამებოდა ევროკავშირის 79/7/EEC დირექტივას, რომელიც დასაქმებისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში ქალებისა და კაცების თანასწორობას ისახავს მიზნად. სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა, რომ ოჯახში დასაქმებულ ქალებს ხელი უნდა მიუწვდებოდათ იმავე ან ტოლფას სიკეთეებზე, რითაც სხვა დასაქმებულები სარგებლობენ.
ევროკავშირის სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაო დროისა და დასვენების შესახებ რეგულაციების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად; სამუშაო დროისა და ნამუშევარი საათების აღრიცხვის გარეშე კი შეუძლებელი ხდება, ზუსტად და უდავოდ განისაზღვროს, რა დროით მუშაობს დასაქმებული და დაცულია თუ არა ყოველდღიური და ყოველკვირეული შესვენებისა და დასვენების უფლება.
გადაწყვეტილების გასაცნობად ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია:
დოკუმენტის მიზანია, წაახალისოს და გააღრმავოს დისკუსია ოჯახში დასაქმებულებთა უფლებების დაცვის და ოჯახში დასაქმების სფეროს ფორმალიზაციის შესახებ საქართველოში.
შინაარსი მომზადებულია პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ოჯახში დასაქმებულებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო.



Comments