საქართვრლოს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ტრენინგი საოჯახო მშრომელებისთვის
Updated: Sep 11

27 ივნისს საოჯახო და ზრუნვის მშრომელების ასოციაციის და პროფკავშირის წევრებისთვის, ოჯახში დასაქმებული მშრომელებისთვის გაიმართა საქართვრლოს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ტრენინგი „თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა: პრევენცია და რეაგირების მექანიზმები“.
შეხვედრაზე განხილული იყო დისკრიმინაციის არსი, მისი ფორმები, რომელსაც ხშირად ვხვდებით საჯარო სივრცეში, ონლაინ საკომუნიკაციო შინაარსში, ფორმალურ თუ არაფორმალურ სამუშაო გარემოში. შეხვედრის მონაწილეებს განემარტათ, რომ არსებობს სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მარტივია მათი პრაქტიკული გამოყენება. ვიმსჯელეთ პრევენციის და რეაგირების გზებზე და მშრომელების როლზე თანასწორობის დაცვის პროცესში.
ვიმსჯელეთ შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უფლებაზე, მრავალფეროვნების პატივისცემაზე, სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფების უფლებების დაცვაზე.

შეხვედრის ბოლო ნაწილი სექსუალური შევიწროვების საკითხს დაეთმო, რომლის მსხვერპლი ხშირად ქალები ხდებიან. ოჯახში მუშაობისას კი ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბევრი მშრომელისთვის. ვიმსჯელეთ სექსუალური შევიწეოვების ფორმებზე, მის ეფექტზე ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციონირებისთვის, თავდაცვის გზებზე, საზოგადოების როლზე, ამ დროს ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
📌 აქვე გიზიარებთ დისკრიმინაციის და შევიწროვებისგან თავის დაცვის ცხელი ხაზის ნომერს. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი გთავაზობთ კონსულტაციას და რეაგირებას დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებზე: 1481

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრებზე გაჟღერდა საოჯახო და ზრუნვის სფეროში დასაქმებული ადამიანების, არაფორმალურად დასაქმებული მუშაკების გამოწვევები. გავერკვიეთ კუთვნილ უფლებებში და მათი ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობებში. დისკრიმინაციის პრევენცია და თანასწორი შესაძლებლობების შექმნა საერთო ძალისხმევას და მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს.
მადლობა სახალხო დამცველს მნიშვნელოვანი დისკუსიის ორგანიზებისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვიცნობდეთ სახელმწიფო ინსტიტუციების ხედვას და შესაძლებლობებს და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა შევძლოთ.



Comments