shvebulebis ufleba

shvebulebis ufleba
8.7.23
ზაფხულის პერიოდში ყველა დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი ხდება შვებულების საკითხი.

ზაფხულის პერიოდში ყველა დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი ხდება შვებულების საკითხი.
🟣 საჭიროა ვიცოდეთ, რა უფლება გვაქვს დასაქმებულ ადამიანებს შრომის კოდექსის მიხედვით. ძიძების ასოციაციის ხელშეკრულება ამავე წესით არეგულირებს ორ მხარეს შორის შვებულების საკითხს. გავითვალისწინოთ, რომ შვებულების უფლება 11 თვიანი დასაქმების შემდეგ ენიჭება დასაქმებულს.
.
.
.
-> მუხლი 7. შვებულება (საქართველოს ძიძების ასოციაციის ხელშეკრულება)
1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში 24 სამუშაო დღით.
2. მხარეთა შეთანხმებით შვებულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ნაწილ-ნაწილ, ასევე ერთიანად.
3. დასაქმებული ვალდებულია ანაზღაურების ან ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
🟣 ასევე მნიშვნელოვანია ავადმყოფობის შვებულების უფლება, რომელიც ცალკე მოქმედებს.
-> მუხლი 8. შრომისუუნარობა და ავადმყოფობის გამო შვებულება
1. ავადმყოფობის გამო დროებითი შრომისუუნარობა, თუ შრომისუუნარობის ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს, არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. ავადმყოფობის გამო დროებითი შრომისუუნარობა, თუ შრომისუუნარობის ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 28 კალენდარულ დღეს, ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ.
გთხოვთ გაავრცელოთ, რომ ყველა ოჯახში დასაქმებულმა და დამსაქმებელმა ნახოს ინფორმაცია.
🟣 ეს პირობა ვრცელდება ეგრეთ წოდებული 24 საათიანი გრაფიკით დასაქმებულ საოჯახო მშრომელებზეც. რომლთა გადაღლის ხარისხი ხშირად კრიტიკულ ზღვარზეა და ყველაზე მეტად სჭირდებათ დასვენება.
🟣 ასოციაცია გირჩევთ, დასაქმებისას ზეპირი შეთანხმების ნაცვლად გააფორმოთ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ბევრად მარტივად შეძლებთ შვებულების უფლებით სარგებლობას.