top of page

არაქართული ამბები ოჯახში დასაქმებულებზე : საერთაშორისო მედიის როლი საოჯახო მშრომელების უფლებების ფორმირებაში

  • Writer: საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი
    საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი
  • 6 days ago
  • 4 min read

შინაარსი მომზადებულია მედია ისტორიების მოკვლევის საფუძველზე და აერთიანებს სამ სხვადასხვა შემთხვევას - ოჯახში დასაქმებულთა ჩაგვრის ისტორეიებს, სადაც მედიის როლი დიდი იყო და ჩარევის შედეგად დადგა ხელშესახები ცვლილება. ნიშანდობლივია, რომ ამ შინაარსებში ვერ ნახავთ სტატიას ქართველი ემიგრანტების მდგომარეობის შესახებ. მათი ხმა ჩვენამდე ვერ აღწევს. 


ხომ არ არის დრო ერთად დავსვათ კითხვა, რა პირობებში შრომობენ ოჯახში დასაქმებული ქართველი ქალები ემიგრაციაში?


ree


ამბავი 1: ინდონეზიელი ერვიანა



“თანამედროვე მონები”, ასე არქმევს გამოცემა Time საოჯახო მშრომელებს და გვიყვება შრომის და ემიგრაციის ისტორიას ინდონეზიელ ერვიანა სულისტიანინგშიზე. 


2013 წლის მაისში ინდონეზიელი ერვიანა სულისტიანინგში ჩადის ჰონგ-კონგში და იწყებს ოჯახში დამხმარედ მუშაობას, სადაც ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებელი მას სისტემატურად სცემს, არ აძლევს საკმარის საკვებს და უკრძალავს გარეთ გასვლას. 2014 წლის იანვარში ერვიანა მძიმედ დაშავებული ბრუნდება ინდონეზიაში, სადაც მისი ფოტოების და სამედიცინო დასკვნების გამოქვეყნება მედიაში იწყება და მოჰყვება საერთაშორისო სკანდალი. BBC, The Guardian, Time და ალ-ჯაზირა აქტიურად აშუქებენ საქმეს აქცენტით, რომ ჰონგ-კონგში 300,000-ზე მეტი ოჯახში დასაქმებულია და ბევრი სწარედ ერვიანას მსგავს პირობებშია.



ერვიანას დაზიანებული სხეულის ფოტოებით აღშფოთებულია საზოგადოება ჰონგ-კონგში. 2014 წლის თებერვალში ჰონგ-კონგში და ინდონეზიაში იმართება მასობრივი პროტესტი, იწყება გამოსვლები, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი მარშირებს ქუჩებში საოჯახო მშრომელებთან ერთად. 

ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. აგვისტოში ოჯახში დასაქმებულები იწყებენ შიმშილს და ითხოვენ უფლებების დაცვას და სისტემურ რეფორმას. 



ერთი წლის თავზე ერვიანას დამსაქმებელი ასამართლებენ ჰონგ კონგში. მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მალევე გაამკაცრეს შრომითი კონტრაქტების პირობების კონტროლი. ინდონეზიის მთავრობამ საჯაროდ მოითხოვა, რომ მათი მოქალაქეები არ გაგზავნილიყვნენ ისეთ ქვეყნებში, სადაც შრომითი უსაფრთხოება არ არის გარანტირებული. 


ერვიანას მუშაობას აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ინდონეზიაში დაბრუნებული ემიგრანტების საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე მუშაობს და დღემდე რჩება ემიგრანტების სახედ მედიაში. 2022 წელს ერვიანასთან ერთად გამოცემა TIME წერს ყოფილი მიგრანტების საზოგადოებაში რეინტეგრაციის მნიშვნელობაზე. დღეს ერვიანა მუშაობს ემიგრანტების ინდონეზიაში დაბრუნების პროგრამაზე, რომელიც საშუალებას აძლევს მათ დაგეგმონ უკან დაბრუნება, აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო სუბსიდირების შესახებ და უზიარებს შესაძლებლობებს, რომელიც მათი უნარების გათვალისწინებით ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობას აძლევთ ინფორმაციას აწვდის უკან, სახლში არსებული სირთულეების შესახებ, რომელთა გადალახვა მათ აუცილებლად მოუწევთ. 




ამბავი 2: პატრონი და კაფალას სისტემა


დამსაქმებელს 200 000- ზე მეტი აფრიკელი და აზიელი მშრომელისთვის პატრონი ჰქვია და სიტყვის შესაბამისი მნიშვნელობა აქვს. პატრონის ნებას დამორჩილებულები, ანუ კაფალას სისტემით მიდიან სამუშაოდ საუდის არაბეთში, ლიბანში, ყატარში, ქუვეითში, ბაჰრეინში. ეს არის სისტემა, რომლითაც მიგრანტი ოჯახში დასაქმების სანაცვლოდ საკუთარ თავისუფალ ნებას დამსაქმებელს გადასცემს. დასაქმებულს ართმევენ პასპორტს, “პატრონის” უფლების გარეშე მათ არ შეუძლიათ სამსახურის (დამსაქმებელი ოჯახის) შეცვლა, ქვეყნის დატოვება, და ხშირად სახლის დაქირავებაც კი. 


გამოცემა Guardians - მა ორი წლის განმავლობაში გამოკითხა 50 ქალი და იკვლია მათი ჩაგვრის ისტორიები მაშინ, როცა ისინი კანონის ძალით დამოკიდებული იყვნენ დამსაქმებელზე. 


ადამიანები ყვებიან გაუსაძლის პირობებზე, რომლის გადატანა უწევდათ და ამბობენ, რომ თავს ცხოველად გრძნობდნენ, ეძინათ საწოლის გარეშე, აივანზე. 


“ისინი გვცემენ, ისინი გვტანჯავენ, ჩვენ ვიხოცებით - დაგვეხმარეთ!” ყვება 21 წლის ბეატრისი, რომელიც ომანში მოტყუებით წაიყვანეს, ვითომ სასწავლებლად, დაფინანსების საფუძველზე. 2021 წელს ომანში ჩასული, ოჯახში იძულებით შრომაში ჩართული აღმოჩნდა, სადაც დასვენების დღეების გარეშე, შეუსვენებლად ამუშავებდნენ. Guardians-ის და UN-ის რეპორტიორები აფასებენ, რომ დასაქმების სისტემის გამოყენება ხდება, სამუშაოს მაქსიმუმის მინიმალური დანახარჯით შესასრულებლად. ამავე დროს ეს დამქირავებლები, პატრონები  ულტრამილიონერები არიან, ნავთობს ფლობენ. ნავთობის აღმოჩენამდე, ანუ სიმდიდრის მობილიზაციამდე მათ არ სჭირდებოდათ სახლებში დასაქმებული ამ რაოდენობის პერსონალი. სწორედ ამ პირობებში მოიგონეს კაფალას კანონი, რომელიც მონობას უტოლდება და  ადამიანებს აბსოლიტური კონტროლის ქვეშ აცხოვრებს. 


შუა აღმოსავლეთში არავის უკვირს ოჯახში დასაქმებულების თვითმკვლელობა, გარდაცვალება ან უკვალოდ დაკარგვა. 2016 დან 2021 წლამდე საუდის არაბეთში 70-მდე ბანგლადეშელი ქალი გარდაიცვალა, ხოლო 50-მა თავი მოიკლა. ლიბანში საშუალოდ კვირაში 2 საოჯახო მშრომელი კვდება, ხშირია სახლის ფანჯრებიდან გადმოხტომის ფაქტები. 


მედია თემას მუდმივად აშუქებს, რაც ქვეყნებს აიძულებს შეარბილოს კაფალას წესები. UN-ის მოთხოვნის და მედიის უწყვეტი კამპანიის ფონზე ყატარმა 2020 წელს გააუქმა დამსაქმებლის ნებართვის მოთხოვნა სამსახურის შესაცვლელად.  ლიბანმა 2023 წელს დაიწყო რეფორმების პროცესი. თუმცა არასამთავრობოები აფასებენ, რომ რეალური ცვლილებები მცირეა. 2024 წელსაც საგამოძიებო მასალები აჩვენებს ჩაგვრის შემთხვევების სიმრავლეს, რადგან რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა დიდი კაპიტალის მფლობელთა შესაჩერებლად. 





ამბავი 3: ქუვეითელი ინფლუენსერი სონდოს ალქათანის  ამორალური ვლოგი საზოგადოებრივი წნეხის საფუძველი ხდება



2018 წლის ივლისში ქუვეითში ამოქმედდა ახალი შეთანხმება ფილიპინებთან, რომლის მიხედვითაც ოჯახში დასაქმებულ მიგრანტ ფილიფინელებს მიეცათ შრომითი უფლებები. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ქუვეითში ფილიპინელი მშრომელი იოანა დემაფელისის დანაწევრებული სხეული მაცივარში იპოვეს, მისი გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ. მალევე დამსაქმებელი, ლიბანელი მამაკაცი იოანას მკვლელობისთვის სიკვდილით დაისაჯა. 


ქუვეითში 250 000 ფილიპინელი მუშაობს. ამ ინციდენტის პასუხად ფილიპინების პრეზიდენტმა შეაჩერა ქუვეითში ახალი მუშახელის გასვლის უფლება. ამ პერიოდში ქუვეითისა და ფილიპინების მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქუვეითის კანონით ოჯახში დასაქმებულებს მიეცათ კვირაში ერთი დასვენების დღე, დამსაქმებლებს აეკრძალათ მათთვის პასპორტის ჩამორთმევა, სამუშაო დღე მაქსიმუმ 12 საათით განისაზღვრა,  მიეცათ 1 საათი შესვენების უფლება, კანონით მიეცათ მობილურის ფლობის და ინტერნეტთან კავშირის უფლება, ასევე 22 დღიანი ანაზღაურებადი საშვებულებო პერიოდი წელიწადში, სამუშაო ვიზის საკუთარი ნებით მოხმარების უფლება, დამსაქმებელს დაეკისრა ვიზის და სხვა დასაქმებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა. 


ამის პასუხად ქუვეითელმა ინსტაგრამ ბლოგერმა და ინფლუენსერმა სონდოს ალქათანმა, რომელსაც 2,6 მილიონი გამომწერი ჰყავს, ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს: „რატომ უნდა ჰქონდეთ მათ კვირაში ერთი დასვენების დღე? ეს არის ოთხი დღე თვეში. ეს არის დღეები, როცა ის გარეთ იქნება. და ჩვენ არ ვიცით ის რას გააკეთებს ამ დღეებში, პასპორტით ხელში.”


24 საათში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და დაიწყო საერთაშორისო კრიტიკა. CNN, BBC, Al Jazeera და საერთაშორისო აქტივისტური ქსელები აშუქებენ შემთხვევას, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჰეშტეგები #BoycottSondos და #RespectDomesticWorkers


ცნობილმა სილამაზის ბრენდებმა, რომელიც სონდოსთან თანამშრომლობდა, როგორიცაა Max Factor, MAC, Shiseido, Phyto, შეწყვიტეს მასთან კონტრაქტი.  ქუვეითში დაიწყო დისკუსია ოჯახში დასაქმებულთა უფლებების შესახებ.

ბლოგერმა ვიდეო წაშალა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.



რატომ არ ვიცით რა პირობებში შრომობენ ოჯახში დასაქმებული ქართველი ქალები ემიგრაციაში?




Comments


bottom of page