top of page

სამუშაო აღჭურვილობა არის ის ტანსაცმელი, რაც საჭიროა შრომის სრულფასოვნად შესასრულებლად და რომელიც ადამიანს სამუშაო პირობისგან დამოუკიდებლად არ დასჭირდებოდა.

ზამთრის სეზონზე ბევრი ძიძა მიჰყვება ოჯახს ზამთრის კურორტზე 24 საათიანი გრაფიკით სამუშაოდ. ასოციაციის წევრებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ როგორც წესი, ძიძებს თვითონ უწევთ ზამთრის ტანსაცმლის ყიდვა მაგალითად ბაკურიანში წასასვლელად.

ხშირია შემთხვევები, როცა ფინანსების ნაკლებობის და სიტუაციის სწორად ვერ შეფასების გამო, ვერ ახერხებენ შესაბამისად ჩაცმას და ბრუნდებიან ჯანმრთელობის პრობლემით, წელის ტკივილით, ანთებებით, გაციებით, რომლის მკურნალობაზეც ხარჯებიც თავადვე უნდა გასწიონ.

ძიძისთვის ჯანმრთელობის მკურნალობისთვის საჭირო არამხოლოდ თანხაა პრობლემური, არამედ დროც. მათ არ აქვთ დასვენების შესაძლებლობა, რადგან მიბმული არიან ოჯახის გრაფიკს.

ამიტომ მშობლებო, გაითვალისწინეთ და შეუძინეთ ძიძებს ზამთრის კურორტისთვის საჭირო ტანსაცმელი, რომ თქვენი და მათი ზამთრი მშვიდი და სასიამოვნო იყოს.

სამუშაო აღჭურვილობა - ზამთრის ტანსაცმელი

8 დეკემბერი, 2023

bottom of page