top of page

5 ოქტომბერს ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია და ქალთა ეროვნული ლიგა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სწავლებას უკვე მეორედ გამართავს.

აღნიშნული კურსი ასოციაციის წევრი ძიძების და მშობლების მოთხოვნით შეიქმნა და ორიენტირებულია ბავშვებთან მუშაობის საჭიროებაზე. განსაკუთრებულ ყურადღება მიექცევა საკითხებს, რომელიც ძიძებისთვის და მშობლებისთვის არის მნიშვნელოვანი ბავშვებთან მიმართებით, როგორებიცაა:

1. უცხო სხეული სასუნთქ გზებში
2. გულ-ფილტვის რეანიმაცია
3. მოწამვლა
4. ცხოველის/მწერის/გველის ნაკბენი
5. კრუპი
6. დამწვრობა
7. სისხლდენა ცხვირიდან
8. ტემპერატურის მატება

ქალთა ეროვნული ლიგა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველჰყოფს კრიზისული სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მედეგობის ხელშეწყობას მოსახლეობაში, ცნობიერების ამაღლებას და საჭირო თეორიულ-პრაქტიკული სწავლებას. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სწავლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ. “ქალთა ეროვნული ლიგა” თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და თავდაცვის სამინისტროსთან.

კურსის გავლის შემდგომ გადმოგეცემათ სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სასწავლო კურსის ღირებულება 55 ლარია.

ძიძებისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, თუ დამსაქმებელი ოჯახები შეძლებენ თანამონაწილეობას ტრენინგის საფასურის გადახდაში. კურსი ასევე ძალიან ნაყოფიერი იქნება მშობლებისთვისაც.

რეგისტრაციას შეძლებთ აქ: https://docs.google.com/forms/d/11H6cD0i3WaMMLaJlETqoz0LT-XYYe--cYp_ey-TnBZg/preview



დარეგისტრირდით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულ კურსზე

16 ივნისი, 2025

bottom of page