30 ივნისს ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კვლევის "უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზება საქართველოში" პრეზენტაცია და დისკუსია.
ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციამ პროგრესულ ფორუმთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, იკვლია საოჯახო შრომის ფორმალიზების საკითხი, შესაძლებლობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
კვლევის ფარგლებში ერთი მხრივ შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება ქვეყნების ფართო სპექტრის კვლევით და მეორე მხრივ ადგილობრივი ვითარება და კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს, ან ვერ არეგულირებს შრომას და ოჯახში დასაქმებას. მიმოვიხილეთ ადგილობრივი ლიტერატურა ოჯახში დასაქმების სფეროზე, ჩავატარეთ ფოკუს ჯგუფები მშობლების და დასაქმებულების მონაწილეობით. გავეცანით თითოეულის პერსპექტივას შრომის ფორმალიზებაზე, შევხვდით რამდენიმე კერძო სააგენტოს, რომლებიც ოჯახში დასაქმების სერვისს ახორციელებენ.
კვლევის ავტორები არიან ვახტანგ ნაცვლიშვილი და ანა დიაკონიძე.
დოკუმენტი შემუშავდა პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
კვლევა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე: https://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2024/08/ukhilavi-khelebi-ojakhshi-dasakmebis-pormalizatsia-sakartveloshi
კვლევა შრომის ფორმალიზების შესაძლებლობებზე: უხილავი ხელები - ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში
30 ივნისი, 2024

