rashia oficialur sektorshi mushaobis dziritadi sargebeli

rashia oficialur sektorshi mushaobis dziritadi sargebeli
23.4.23
მეგობრებო, ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია, რომ პანდემიის დროს, საოჯახო მშრომე ლებს და ძიძებს განსაკუთრებით მაღალი ზარალი მიადგათ.

მეგობრებო, ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია, რომ პანდემიის დროს, საოჯახო მშრომელებს და ძიძებს განსაკუთრებით მაღალი ზარალი მიადგათ. ბევრმა სამსახური დაკარგა, დიდი ნაწილი რამდენიმე თვე სახლში ელოდებოდა დამსაქმებელს და ანაზღაურება არ მიუღია, გაეზარდათ ტრანსპორტის ხარჯი, ჯანმრთელობის დაზღვევის არ არსებობის პირობებში გაეზარდათ მკურნალობის ხარჯები, იყვნენ ისეთებიც, ვინც კოვოდით ავად მყოფ დამსაქმებლებს უვლიდნენ სახლში საკუთარი ჯანმრთრლობის რისკის ფასად. უმრავლესობამ ვერ მიიღო საყოველთაო 300 ლარიანი დახმარება.
ამ პროცესებმა ძიძები დააფიქრა
არაფორმალური შრომის ნაკლოვანებებზე. კოვიდის შემდგომ კვლევებში უკვე გამოჩნდა, რომ კოვიდამდე ძიძების 23% ხედავდა ფორმალური (ოფიციალური) სამუშო გარემოს სარგებელს, კოვიდის შემდეგ კი ეს ციფრი გასამმაგდა და 72% გახდა (გრაფიკზე ნაჩვენებია მიზეზები).
ძიძების ასოციაციამ გადაწყვიტა იკვლიოს მსგავსებები და განსხვავებები ფორმალურ და არაფორმალურ ზრუნვის შრომას შორის. ამისთვის დავგეგმეთ რამდენიმე შეხვედრა/დისკუსია ზრუნვის მშრომელებთან, ძიძებთან, მასწავლებლებთან, ექთნებთან და სოც. მუშაკებთან. შეხვედრები ფასილიტატორთან ერთად გაიმართება და ვისაუბრებთ ერთმანეთის გამოცდილებებზე. ვეცდებით გავარკვიოთ რა სარგებელი და ნაკლოვანებაა ფორმალურ და არაფორმალურ შრომაში და როგორ შეიძლება სხვადასხვა პროფესიებში გაჩენილი ცოდნის გაზიარება და გამოყენება.
პირველი დისკუსია 7 მაისს გაიმართება და მიგნებებს თანდათან გაგიზიარებთ.
თუ სურვილი გაქვთ დისკუსიებში მონაწილეობის, მოიწერეთ კომენტარებში და დაგიკავშირდებით.
ამ პროცესის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation