top of page

ერთი თვის წინ, საქართველოს ძიძების ასოციაციამ საჩივრით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც გავასაჩივრეთ რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში გასული სიუჟეტი “მოძალადე ძიძები”. ქარტიამ მიიჩნია, რომ სიუჟეტი ნამდვილად ეწეოდა ძიძების დისკრიმინაციას და ავრცელებდა ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ძიძების მოძალადეობის შესახებ.

“საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. სხვადასხვა წყაროს წარმოდგენა არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა აჩვენა ყველა რელევანტური მხარე, ეს ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება კონკრეტულ ჯგუფს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მართალია, ბრალდების კონკრეტული ადრესატი არ არის დასახელებული, თუმცა ჟურნალისტი საუბრობს ძიძებზე მხოლოდ ერთ ჭრილში, რომ ისინი არიან „მოძალადეები"”. ამბობს ანგარიში.

ასოციაცია მოუწოდებს მედიას ეთიკის პრინვიპის დაცვით ისაუბროს ოჯახში დასაქმებული ქალების შესახებ.

ნახეთ სიუჟეტი: https://fb.watch/ksaPIbGumd/?mibextid=cr9u03

წაიკითხეთ დასკვნა სრულად: https://bit.ly/44Odfcz

რუსთავი 2-ის სიუჟეტი ძიძების დისკრიმინაციად ცნეს

10 მაისი, 2023

bottom of page