top of page

dzidzebi ufaso saskolo kvebis motkhovnas vuertdebit

dzidzebi ufaso saskolo kvebis motkhovnas vuertdebit

13.4.23

უკვე რამდენი თვეა გვესმის, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ.
ჩვენ ვართ ძიძები, ჩვენ ვზრუნავთ აღსაზრდელებზე, ამავე დროს კი ჩვენს შვილებს ზრუნვა აკლიათ.

უკვე რამდენი თვეა გვესმის, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ.

ჩვენ ვართ ძიძები, ჩვენ ვზრუნავთ აღსაზრდელებზე, ამავე დროს კი ჩვენს შვილებს ზრუნვა აკლიათ.

ძიძები ვანაცვლებთ სამსახურში გასულ დედებს მცირეწლოვან ბავშვებთან, რომ გამოვკვებოთ, ვეთამაშოთ, მოვუაროთ. ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად, სახლიდან იმაზე ადრე გვიწევს გასვლა, ვიდრე შვილები სკოლაში წავლენ. ხან 24 საათიან სმენაში ვშრომობთ. დროის ან საკვების დანაკლისის გამო შეიძლება ჩვენ შვილებს შიოდეთ.

ჩვენ ვიცით როგორია ბავშვების შიმშილი და სრულიად გასაგებია, რომ ის შეიძლება ზრუნვის დანაკლისმა განაპირობოს.

ვინ იზრუნებს ბავშვებზე, რომელთა დედებს დამხმარე ადამიანები არ ანაცვლებენ? ვინ უნდა იდგეს ჩვენი და სხვა დედების გვერდით თუ არა სახელმწიფო და სკოლა?

ჩვენ გვინახავს, როგორ უნაწილებს ჩვენი შვილი საკვებს თანაკლასელს. როგორ ითვალისწინებს ათას უხერხულობას, როცა ის ყველა თანაკლასელისთვის საკმარისი არაა. ჩვენ ვიცით როგორია მშიერი კლასი. ამიტომ, საკვები ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

უფასო სასკოლო კვება იქნება უკეთესი განათლების პირობა, გაკვეთილებზე ბავშვების უკეთესი დასწრების პირობა, ბავშვების სიმშვიდის პირობა, მშობლების სიმშვიდის პირობა, მზრუნველი სახელმწიფოს პირობა.

ძიძები ვუერთდებით კამპანიას და ველოდებით, რომ სახელმწიფო თავს არ დაიბრმავებს მშიერი ბავშვების წინაშე.

ძიძებო და დედებო, გააზირეთ პოსტი, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

ხმა

#უფასოსაკვებისკოლებს

bottom of page